
By
პესკოვი: ვაგრძელებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას
,,ქვეყნის აწმყოსა და მომავლისთვის რუსეთი აგრძელებს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას საკუთარი ინტერესების უზრუნველსაყოფად, ალტერნატივა არ არსებობს”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა:
„ვაგრძელებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას საკუთრი ინტერესების დასაცავად და იმ მიზნების მისაღწევად, რომელიც უმაღლესმა მთავარსარდალმა პუტინმა, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტმა, თავიდანვე დაისახა. ამას ვაკეთებთ მომავალი თაობებისთვის”.
მისი თქმით, რუსეთმა ომი უნდა მოიგოს: „ახლა ომის ყველაზე კრიტიკული ეტაპია და ეს საკმაოდ საბედისწეროა. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ!“