By
პეტრას ციხის საკონსერვაციო სამუშაოები დაიწყო
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ პეტრას ციხის ტერიტორიაზე სამეურნეო ნაგებობის საკონსერვაციო სამუშაოები დაიწყო, რისთვისაც ბიუჯეტიდან 130 000 ლარია გათვალისწინებუილი.
უწყების ინფორმაციით, პროექტი არქეოლოგიური უბნების კონსერვაციის პროცესის გაგრძელებას წარმოადგენს – პირველი და მეორე ეტაპი წინა წლებში წარმატებით განხორციელდა და ციხის ტერიტორიაზე არსებული სამნავიანი ბაზილიკის, აბანოს, ციხის შიდა კედლისა და წყლის რეზერვუარის კონსერვაცია-რეაბილიტაციას მოიცავდა.
სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, ძეგლის ავთენტურობის შენარჩუნებასა და შემდგომი დაზიანებების პრევენციას ისახავს მიზნად.
გალერეა


