პირველი თოვლი და…
By

პირველი თოვლი და…

ხულოს მუნიციპალიტეტში ინტენსიური თოვის შედეგად, მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარმა დაახლოებით ნახევარ მეტრს მიაღწია, ხოლო დაბალ ზონაში- 10-15-სმ-ს.

საავტომობილო გზებზე არსებულ ვითარებასა და მიმდინარე სამუშაო პროცესებს ადგილზე გაეცნენ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზაზა შავაძე, მისი მოადგილე როლანდ ბოლქვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, მერის მოადგილე ნური გორგაძე.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 10-ზე მეტი ერთეული ტექნიკა მუშაობდა მაღალი ზონის სოფლებში გზების თოვლის საფრისგან გაწმენდაზე. ამ დროისთვის ადმინისტრაციულ ერთეულებამდე მისასვლელ გზებზე ტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელია ზამთრის სეზონის შესაბამისი საბურავებით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 103-118 კილომეტრი (კურორტი გოდერძი-უტყუს უბანი) მონაკვეთზე იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამავე საავტომობილო გზის 90-103 კილომეტრის მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • დეკემბერი 15, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *