პირველი სამუშაო შეხვედრა
By

პირველი სამუშაო შეხვედრა

ხულოს მუნიციპალიტეტის ახლად არჩეულმა მერმა ვახტანგ ბერიძემ მერიის თანამშრომლებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა და თანამშრომლებს ახალი მოადგილეები წარუდგინა. მერის პირველი მოადგილის თანამდებობაზე ჯამბულატ მელაძე დაინიშნა, ხოლო მოადგილეებად – ნური გორგაძე და ნადიმ ვასაძე. მათგან ნური გორგაძე ახალი სახეა, ხოლო ჯამბულატ მელაძე და ნადიმ ვასაძე ადრეც მერის მოადგილის თანამდებობებზე მუშაობდნენ. ვახტანგ ბერიძემ აღნიშნა მათი საჯარო უწყებაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება და პროფესიონალიზმი. მან ასევე, ისაუბრა პრიორიტეტულ მიმართულებებზე, მათ შორის, ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, სოციალური და საგანმანათლებლო პროგრამების გაძლიერებაზე, მოქალაქეებთან აქტიური კომუნიკაციის აუცილებლობაზე.

„ჩვენი მთავარი მიზანია, ხულოში განვახორციელოთ ისეთი პროექტები, რომლებიც რეალურად გააუმჯობესებს მოსახლეობის ცხოვრების ხარისხს. ამისთვის კი საჭიროა ერთიანი, ეფექტიანი და გამჭვირვალე მუშაობა,“ – განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • ოქტომბერი 31, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *