
By
პირველი სართული ააშენეს
წელს ხულოში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 14 მილიონ ლარამდეა მობილიზებული. რამდენიმე სოფელში ადმინისტრაციული შენობის აგებაა გათვალისწინებული. მათ შორისაა იაკობაძეები, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტით, შენობა ორსართულიანი იგება, სადაც საჯარო შეხვედრებისა და ღონისძიებებისათვის განკუთვნილი დარბაზი და სამუშაო ოთახები განთავსდება. უკვე ააშენეს პირველი სართული. პროექტის ღირებულება 198 456 ლარს შეადგენს.
მიმდინარე სამუშაოებს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ვახტანგ ბერიძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ჯამბულატ მელაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გაეცნენ.
თამაზ მგზავრიძე