პირველი წარმატება
By

პირველი წარმატება

ტბეთელი  (ლომსიანეთი) თამარ ბერიძისა და თემურ სვანიძის ოჯახში 3 შვილი იზრდება, ლუკა მათგან პირველია. იგი ბათუმის 22-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა. სწავლასთან ერთად, სპორტითაცაა დაკავებული – 3 წელია მწვრთნელი ზურა კეკელიძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ავარჯიშებს. 13 წლის ჭაბუკმა მწვრთნელი და გულშემატკივრები პირველი წარმატებით გაახარა.

ლუკა სვანიძემ ლატვიაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე 36 კილოგრამ წონით კატეგორიაში ყველა მეტოქე დაჯაბნა და ოქროს მედალს დაეუფლა.

– ლუკა ბეჯითი მოსწავლეა, ამასთან, კარგი ფიზიკური მონაცემები აქვს. იგი მუხრან ვახტანგაძის სახელობის სპორტის სასახლის საჭიდაო დარბაზში ვარჯიშობს. პირველი  წარმატება სახეზეა. მწვრთნელები მას კარგ მომავალს ვუწინასწარმეტყველებთ. მჯერა, რომ  გაამართლებს,- გვითხრა ზურა კეკელიძემ.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • მარტი 4, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *