პირველობა – ჯანსაღ ორჭიდში
აჭარის ვეტერანთა სპორტის ფედერაციის (პრეზიდენტი შალვა ტაბაღუა) ინიციატივითა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით, ღია პირველობა ჩატარდა ჯანსაღ ორჭიდში ვეტერანთა შორის – შაშსა და მაგიდის ჩოგბურთში, რომელშიც ყველა მსურველს შეეძლო მონაწილეობის მიღება.
როგორც შალვა ტაბაღუამ აღნიშნა, ასეთი სახის შეჯიბრი არა მხოლოდ ჯდომით, არამედ სპორტის მოძრავ სახეობებსაც მოიცავს.
შაშში საპრიზო ადგილებზე გავიდნენ: თამარ ხოზრევანიძე, სვეტლანა შვედი, ნინო აბაშიძე, ტარიელ ტაბაღუა, ლეონიდ გაბაი, ოთარ დოჭვირი.
მაგიდის ჩოგბურთში კი პირველი-მესამე ადგილები მოიპოვეს: სვეტლანა შვედმა, ნატალია ბაურმა, მედეა ბიბილეიშვილმა, ოთარ დოჭვირმა, ტარიელ ტაბაღუამ, იასონ კამკიამ.
ორივე შედეგის მიხედვით, ჯანსაღი ორჭიდის აბსულუტური ჩემპიონები და პრიზიორები გახდნენ: სვეტლანა შვედი, თამარ ხოზრევანიძე, ნინო აბაშიძე, ტარიელ ტაბაღუა, ოთარ დოჭვირი, იასონ კამკია.
შეჯიბრების მთავარი მსაჯი შალვა ტაბაღუა იყო.
მანანა ძიძიშვილი