პირველ თოვლს სირთულეები არ მოჰყოლია
By

პირველ თოვლს სირთულეები არ მოჰყოლია

აჭარის მთიანეთში დეკემბრის მეორე ნახევარში, უხვი ნალექი თოვლის სახით მოვიდა. პირველ თოვლს დიდი სირთულეები არ მოჰყოლია. ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში წარიმართა. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი და შიდა სასოფლო გზების თოვლის საფარისგან გაწმენდის სამუშაოებით იყო დაკავებული. ამ დროისთვის მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეზღუდული არ არის.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს მოუწოდებს, გადაადგილდნენ ზამთრის პერიოდისთვის შესაბამისი საბურავებით და საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენონ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები.

იყო შეფერხებები დენის მიწოდებაში. ელექტრიკოსები ღამის საათებშიც მუშაობდნენ და დენის მიწოდება აღადგინეს.

თამაზ მგზავრიძე

  • No Comments
  • დეკემბერი 17, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *