პოლიციამ აჭარაში თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე სამი პირი დააკავა
By

პოლიციამ აჭარაში თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე სამი პირი დააკავა

პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე სამი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს ბათუმში დიდი ოდენობით მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატებში ფულადი თანხის ნაცვლად ყალბი კუპიურები მოათავსეს. ყალბი კუპიურები აპარატების მიერ აღქმული იქნა რეალურ ფულად თანხად, რის შედეგადაც ბრალდებულების მიერ მითითებულ სხვადასხვა ანგარიშზე 8000-მდე ლარი აისახა. ყალბი კუპიურების ნაწილის ანგარიშებზე ასახვა კი დაკავებულებმა ვერ განახორციელეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის, ბრალდებულების პირადი და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ყალბი კუპიურები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის 180-ე და 19-180-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


 

  • No Comments
  • მარტი 27, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *