პოლონეთმა არაკომერციულ საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვები დააწესა
By

პოლონეთმა არაკომერციულ საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვები დააწესა

პოლონეთმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ბელარუსისა და უკრაინის საზღვართან ახლოს დრონების გაშვება აკრძალა და მცირე, არაკომერციულ საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვები დააწესა.

როგორც „როიტერი“ ქვეყნის საჰაერო ნავიგაციის სერვისების სააგენტოზე (PANSA) დაყრდნობით იუწყება, შეზღუდვები ძალაში 9 დეკემბრამდე დარჩება.

მათივე ცნობით, ამ დროის განმავლობაში ფრენები დაშვებული იქნება მხოლოდ მიწიდან დაახლოებით სამ კმ სიმაღლეზე.

„ეს შეზღუდვები არ ვრცელდება სამგზავრო ავიაციაზე, რადგან შეზღუდვის დონეა FL095, რაც მიწიდან დაახლოებით სამ კმ სიმაღლემდე მანძილს მოიცავს“, – განაცხადა PANSA-მ.

ცნობისთვის, 10 სექტემბრის ღამით, რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე რამდენიმე დრონმა დაარღვია, რომლებიც ჩამოაგდეს. პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო პოლონეთის ხელისუფლებამ ნატოს წესდების მეოთხე მუხლის გააქტიურება მოითხოვა, რაც მოკავშირეებთან კონსულტაციების გამართვას გულისხმობს.

 

  • No Comments
  • სექტემბერი 11, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *