
პრევენციული კვლევები ჩატარდა
ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანიის ფარგლებში, აჭარის მუნიციპალიტეტებში პრევენციული კვლევები ჩატარდა. ქობულეთში პროცესს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ირაკლი ფურცელაძე გაეცნენ.
მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა უფასოდ ჩაეტარებინა არტერიული ჰიპერტენზიის, C ჰეპატიტის, შიდსისა და ძუძუს კიბოს სკრინინგი, ასევე, სისხლში ქოლესტერინისა და გლუკოზის დონის განსაზღვრა და მიეღო კვალიფიციური ექიმების კონსულტაცია. 40-70 წლის ასაკის ქალბატონებს კი საშუალება ჰქონდათ მობილურ კაბინეტში ჩაეტარებინათ მამოლოგიური გამოკვლევები.
აჭარაში პროვენციული კვლევები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ჰიპერტონიის შემსწავლელი საზოგადოების ორგანიზებით, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა.
გალერეა


