19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
პრეზიდენტის იმპიჩმენტი ისევ იწყება
By

პრეზიდენტის იმპიჩმენტი ისევ იწყება

ირმა ცეცხლაძე –

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­დუ­რას კი­დევ ერთხელ იწყებს. ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლიტ­საბ­ჭოს წევ­რმა, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

პა­პუ­აშ­ვი­ლის თქმით, ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წარ­დგი­ნე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე წა­რედ­გი­ნე­ბა, თუმ­ცა სა­კი­თხზe ახა­ლი მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტი პირ­ვე­ლი­ვე სხდო­მებ­ზე იმ­სჯე­ლებს. „რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 2023 წლის 16 ოქ­ტომ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ, იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­დუ­რის ფარ­გლებ­ში, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ის დამ­რღვე­ვად გა­მო­ა­ცხა­და და და­ა­დას­ტუ­რა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 52-ე მუხ­ლით დად­გე­ნი­ლი წესი, რომ პრე­ზი­დენტს სა­გა­რეო ვი­ზი­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბა აქვს მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის თან­ხმო­ბის შემ­თხვე­ვა­ში.ისიც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­დეგ, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა მხო­ლოდ რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის მხარ­და­ჭე­რის ხარ­ჯზე შე­ი­ნარ­ჩუ­ნა.მი­ი­ღო რა რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის­გან კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვის სა­კი­თხში ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის გა­რან­ტია, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის უხე­შად დარ­ღვე­ვა მოგ­ვი­ა­ნე­ბი­თაც გა­ნაგ­რძო. კერ­ძოდ, მან იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­დუ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დე­გაც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა რამ­დე­ნი­მე სა­გა­რეო ვი­ზი­ტი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის თან­ხმო­ბის გა­რე­შე, მათ შო­რის, გა­სულ კვი­რას ვი­ზი­ტით იმ­ყო­ფე­ბო­და საფ­რან­გეთ­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, პო­ლო­ნეთ­სა და ბელ­გი­ა­ში. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თუკი სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე უცხო ქვეყ­ნებს და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს შე­ეძ­ლოთ ეთ­ქვათ, რომ მათ­თვის ცნო­ბი­ლი არ იყო, თუ პრე­ზი­დენტს, ვი­ზი­ტის­თვის, მთავ­რო­ბის თან­ხმო­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბო­და, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლო თან­ხმო­ბის გა­რე­შე სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მი­ღე­ბა, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და მისი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მო­წყო­ბის გან­ზრახ უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბას­თან ერ­თად, ქვეყ­ნის შიდა საქ­მე­ებ­ში ჩა­უ­რევ­ლო­ბის პრინ­ცი­პის დარ­ღვე­ვაა და ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ჩვენს სა­ერ­თო ევ­რო­პულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს. ჩვე­ნი კონ­სტი­ტუ­ცია ის ფუ­ძემ­დებ­ლუ­რი აქ­ტია, რო­მელ­შიც ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნება გან­სა­კუთ­რე­ბულ ასახ­ვას პო­ვებს, ამი­ტომ მისი გან­ზრა­ხვა, ღია და თავ­ხე­დუ­რი დარ­ღვე­ვა რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე ვერ დარ­ჩე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბამ მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ხე­ლახ­ლა აღვძრათ იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­დუ­რა და მო­ვამ­ზა­დოთ ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წარ­დგი­ნე­ბა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე წა­რედ­გი­ნე­ბა.სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მიერ კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­დეგ, ახა­ლი მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტი, პირ­ვე­ლი­ვე სხდო­მებ­ზე, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს არა­ნაკ­ლებ 100 ხმით, იმ­პიჩ­მენ­ტის წე­სით თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ა­ყე­ნებს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს მიმ­დი­ნა­რე წელს ისე­დაც ეწუ­რე­ბა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვადა. შე­სა­ბა­მი­სად, იმ­პიჩ­მენ­ტის წე­სით მისი გა­და­ყე­ნე­ბით, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვადა მაქ­სი­მუმ ერთი თვით შე­იკ­ვე­ცოს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იმ­პიჩ­მენ­ტის წე­სით თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან მის გა­და­ყე­ნე­ბას, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვა­დის მხრივ, აქვს მეტ­წი­ლად სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თვა, თუმ­ცა ძალ­ზე პრინ­ცი­პუ­ლია ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი და პო­ლი­ტი­კუ­რი დატ­ვირ­თვა. არ შე­იძ­ლე­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მთა­ვა­რი კა­ნო­ნის გან­ზრა­ხ, უხე­ში და სის­ტე­მა­ტუ­რი დარ­ღვე­ვა და­უს­ჯე­ლი დავ­ტო­ვოთ. კონ­სტი­ტუ­ცი­ის დამ­რღვევ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს უნდა დარ­ჩეს არა ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, არა­მედ გა­და­ყე­ნე­ბუ­ლი პრე­ზი­დენ­ტის სტა­ტუ­სი, რაც, რო­გორც პრე­ცე­დენ­ტი, შე­ას­რუ­ლებს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს პრე­ვენ­ცი­ულ როლს მო­მა­ვალ­ში ამ­გვა­რი თვით­ნე­ბო­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად და ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის გან­სამ­ტკი­ცებ­ლად“.

  • No Comments
  • ოქტომბერი 7, 2024

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *