პრეზიდენტი ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით ბახმაროში საზეიმო ლიტურგიას დაესწრო
By

პრეზიდენტი ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით ბახმაროში საზეიმო ლიტურგიას დაესწრო

ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით, ბახმაროში საზეიმო ლიტურგიას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი შვილებთან ერთად დაესწრო. ინფორმაციას პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ჩვენი ქვეყნის ამ ერთ-ერთი ულამაზესი კუთხიდან სრულიად საქართველოს ვულოცავ ფერისცვალების დღესასწაულს “, – წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

ბახმაროში, ფერისცვალების სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა აღავლინა.

სადღესასწაულო ლიტურგიაზე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

  • No Comments
  • აგვისტო 19, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *