პრეზიდენტმა შოთა რუსთაველის სახელობის პრემიისა და ეროვნული პრემიის ლაურეატები დააჯილდოვა
By

პრეზიდენტმა შოთა რუსთაველის სახელობის პრემიისა და ეროვნული პრემიის ლაურეატები დააჯილდოვა

 

საქართველოს პრეზიდენტის  ადმინისტრაციის  ინფორმაციით, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა შოთა რუსთაველის სახელობის პრემიისა და საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატები დააჯილდოვა.
მიხეილ ყაველაშვილმა ლაურეატებს უმნიშვნელოვანესი მიღწევა მიულოცა და თითოეულ მათგანს ეროვნული საქმის კეთებისთვის მადლობა გადაუხადა.
„თქვენ ხართ პროფესიონალები, გურამ რჩეულიშვილს მოვიყვან მაგალითად: „ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში“, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი სიამოვნება არის თვითონ ის შემოქმედება, რასაც ქმნით. ჩვენ ვართ ამაყები თქვენი შემოქმედებით, ჩვენი ვალია, ყოველთვის დავაფასოთ სახელმწიფომ, ხელისუფლებამ თქვენი ღვაწლი და არ გამოგვრჩეს არც ერთი ადამიანი, ვინც თავის სფეროში ასე უანგაროდ მოღვაწეობს. ქედს ვიხრი თქვენი შემოქმედებისა და ღვაწლის წინაშე“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
შოთა რუსთაველის სახელობის პრემიით სპექტაკლ „ექვთიმეს“ განხორციელებისთვის: ვასილ ჩიგოგიძე, გოჩა კაპანაძე, ლომგულ მურუსიძე, ასევე ქართული ხალხური მუსიკის შემსრულებელი რამინ მიქაბერიძე სიმღერებისთვის: „ჩვენ მშვიდობა“, „ლატარია,“ „მე რუსთაველი,“ „მივალ გურიაში“ და ირანული ეპოსის ფირდოუსის პოემა „შაჰნამეს“ თარგმნისთვის ბელა შალვაშვილი დაჯილდოვდნენ.
საქართველოს ეროვნული პრემიით კი აკადემიკოსები ალექსანდრე ნერსესიანი და გიორგი ჯაფარიძე ნაშრომთა ციკლისათვის –  „კვანტური ფაზური გადასვლები დაბალგანზომილებიან ძლიერ კორელირებულ და ფრუსტრირებულ სისტემებში“.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ცერემონიას კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიისა და ეროვნული პრემიის კომისიის წევრები, ასევე, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

  • No Comments
  • ივლისი 25, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *