19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
პრეზიდენტმა 9 მსჯავრდებული შეიწყალა
By

პრეზიდენტმა 9 მსჯავრდებული შეიწყალა

ხატია იაშვილი 555 18 48 88 –

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 9 მსჯავრდებული შეიწყალა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეწყალებული 9 მსჯავრდებულიდან 5 პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს.
„5 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო 4 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა. გათავისუფლებულ მსჯავრდებულთაგან 2 ქალი მსჯავრდებულია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
  • No Comments
  • სექტემბერი 12, 2023

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *