19 C ბათუმი
Tuesday 22nd July 2025
პრემია – მსახიობს
By

პრემია – მსახიობს

88-ე სეზონი წარმატებით, პრემიერით დაასრულა ხულოს იუსუფ ზოიძის სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა. ამ ხნის განმავლობაში მის სცენაზე მრავალი მსახიობი წარმოჩნდა, რომლებმაც ეროვნული კულტურის საგანძურში ღირსეული ადგილი დაიმკვიდრეს.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, პროფესორი თამაზ ბოლქვაძე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კვალიფიციური მსახიობების ადგილზე დამაგრებას, ნიჭიერი ახალგაზრდების მოზიდვას. მისი ინიციატივით დაწესდა იუსუფ ზოიძის სახელობის პრემია.

გასულ თეატრალურ სეზონში მიღწეული წარმატებისთვის პრემია მსახიობ მაყვალა მელაძეს მიენიჭა.

– ჩვენი კოლეგა ამ აღიარებას ნამდვილად იმსახურებდა. იგი 35 წელზე მეტია, დასის წევრია და მრავალი დაუვიწყარი სახე შექმნა. მან მაყურებელს ქვეყნისა და მის ფარგლებს გარეთაც დაამახსოვრა თავი. ვულოცავთ ქალბატონ მაყვალას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ, – გვითხრა მსახიობმა ნინო ქარცივაძემ.

ოთარ ცინარიძე

  • No Comments
  • ივლისი 22, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *