პრემიერი: დარწმუნებული ვარ, 2026 წელი წარმატებული იქნება ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის
By

პრემიერი: დარწმუნებული ვარ, 2026 წელი წარმატებული იქნება ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე ქვეყნის მოსახლეობას დამდეგი 2026 წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულ თითოეულ ადამიანს კეთილსინდისიერი და თავდაუზოგავი შრომისთვის და აღნიშნა, რომ ქვეყნის განვითარება სწორედ მათი ერთობლივი ძალისხმევის შედეგია.
„მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მინისტრს, მათ მოადგილეებს, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელსა და თანამშრომლებს. ის შედეგები, რაზეც დღეს ვსაუბრობთ, თითოეული თქვენგანის დაუღალავი შრომის შედეგია. ასევე, მადლობა ყველა საჯარო მოხელეს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს, მოსამართლეებს, პროკურორებსა და უსაფრთხოების სისტემის თანამშრომლებს. სწორედ ამ ადამიანებზე დგას ჩვენი ქვეყნის დღევანდელი და მომავალი განვითარება,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ მომავალი წელი ქვეყნისთვის წარმატებული იქნება და საზოგადოებას ჯანმრთელობა, ბედნიერება და კეთილდღეობა უსურვა.
„გისურვებთ ყველას ბედნიერ და წარმატებულ 2026 წელს. დარწმუნებული ვარ, ეს წელი იქნება მნიშვნელოვანი წინსვლის წელი ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის,“ – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

  • No Comments
  • დეკემბერი 31, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *