პრემიერი: ლობიზმი არის ქრთამის ლეგალიზებული ფორმა.
By

პრემიერი: ლობიზმი არის ქრთამის ლეგალიზებული ფორმა.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა რომ: „ლობიზმი, ეს არის ლეგალიზებული ქრთამი, კონკრეტული კონგრესმენები კი იღებდნენ ამ ქრთამს, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობისგან“. მანამდეც ხდებოდა ასეთი რაღაცები, ტელეკომპანია „ფორმულა“ და ა.შ. ქრთამის მიცემა არის ჩვეულებრივი ამბავი, სამწუხაროდ. ეს არის ქრთამის ლეგალიზებული ფორმა. ეს არ არის აქ მთავარი, რეალურად, ლობიზმით ხდება იმის შეფუთვა, რასაც ჰქვია სინამდვილეში არალეგალური საქმიანობა. ვისაც აძლევენ ფულს იქ და ვინც იხდის აქედან ფულს, ორივე არის სინამდვილეში ერთი კონკრეტული ძალის აგენტურა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ „გლობალურ ომის პარტიას“. რომ ვახსენოთ კონკრეტული კონგრესმენები, ან კონკრეტული პოლიტიკოსები, რეალურად, ყველა იმართება ერთი კონკრეტული ცენტრიდან. ლობიზმი ერთგვარი შეფუთვაა… ძალიან კარგია, რომ ამის ლუსტრაციაც გახდა შესაძლებელი კონკრეტული დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც „ფარას“ კანონის მიხედვით გამოქვეყნდა“.

  • No Comments
  • ივლისი 24, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *