პრემიერი: ჩვენი მთავარი ამოცანა სიღარიბის განულებაა 
By

პრემიერი: ჩვენი მთავარი ამოცანა სიღარიბის განულებაა 

ჩვენი მთავარი ამოცანაა, სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრა, განულება ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობთ, ამისათვის დაგვჭირდება რამდენიმე წელიწადი იმ ტემპების გათვალისწინებით, რაც გვაქვს ეკონომიკური ზრდის კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სიღარიბის შემცირებაზე, პირველ რიგში, გავლენას ახდენს ეკონომიკური ზრდა.

„ჩვენ შარშანაც შევძელით ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება. შარშანდელი მონაცემებით, 7,5% იყო ეკონომიკური ზრდა და ასეთ პირობებში, ბუნებრივია, მცირდება სიღარიბე. თქვენ იცით, რომ 2012 წელს სიღარიბის მაჩვენებელი იყო 30%, ეს ნიშნავს იმას, რომ მილიონ ასი ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა 2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა, ახლა ეს მაჩვენებელი 2024 წლის მონაცემებით არის 9,4%. ველოდებით 2025 წლის მაჩვენებელს. ვფიქრობთ, რომ შემცირებული იქნება საერთო კრიტერიუმების მიხედვით სიღარიბის მაჩვენებელი. ჩვენი მთავარი ამოცანაა, სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრა, განულება ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობთ, რომ ამისათვის დაგვჭირდება რამდენიმე წელიწადი იმ ტემპების გათვალისწინებით, რაც გვაქვს ეკონომიკური ზრდის კუთხით“, – განაცხადა პრემიერმა.

 

  • No Comments
  • თებერვალი 10, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *