
პრემიერ-მინისტრი ზურაბ ხამაშურიძეს შეხვდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ზურაბ ხამაშურიძეს შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ზურაბ ხამაშურიძე ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას იკავებდა. სხვადასხვა დროს ის იყო ევროკავშირის გენერალური დირექტორატის ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, ასევე, ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოსა და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი.
მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტში, თავდაპირველად – ევროსაბჭოს, ხოლო შემდეგ, ეუთოს სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე.