
პროგრამა აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდა
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ პროგრამის, „მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა“ ფარგლებში, სკების გაცემის ქვეპროგრამა აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში ხორციელდება. ამჯერად მუნიციპალიტეტში 165 სკის ჩარჩო გაიცა.
შუახევის მუნიციპალიტეტში ფერმერებზე სკის ჩარჩოების გადაცემის პროცესს მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ დირექტორი რაულ თავართქილაძე და პროგრამის „მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა“ ხელმძღვანელი გურამ ტარიელაძე ესწრებოდნენ.
– ქვეპროგრამის ფარგლებში მეფუტკრე ფერმერებს და სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებს აგროსერვის ცენტრის 70- პროცენტიანი თანადაფინანსებით, სკების ჩარჩოები გადავეცით. პროგრამა აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდა მეფუტკრეობის დარგის განვითარების, ფუტკრის ოჯახების გამრავლებისა და ამორტიზებული სკების ჩანაცვლების მიზნით,- გვითხრა რაულ თავართქილაძემ.
ცოტნე ცაბაძე
გალერეა
