პროგრამებისა და ღონისძიებების წარდგენა
აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით და ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით ქედაში ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანი ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის მიერ 2026 წელს დაგეგმილი პროგრამებისა და ღონისძიებების წარდგენა იყო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოწვეულებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის მიერ დაგეგმილ პროექტებზე.

ღონისძიებას ქედის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე რავშან ბეჟანიძე, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელი ნინო დოლიძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელები, ქედის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ.
ცოტნე ცაბაძე