პროგრამების განხორციელება დაწყებულია
By

პროგრამების განხორციელება დაწყებულია

ქედის მუნიციპალიტეტის მერია 2026 წელს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით 17 პროგრამას განახორციელებს, რომლის ბიუჯეტი 4 031 600 ლარს შეადგენს.
ეს პროგრამებია: ოპერაციული მკურნალობის თანადაფინანსება;  მოწყვლადი სოციალური ჯგუფების ბენეფიციართა მედიკამენტებით უზრუნველყოფა; სოფლის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურება; თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურება მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისათვის;  ქრონიკული დაავადებების სამკურნალო სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა;  სოციალურად დაუცველი ფენისათვის ყოველდღიური, ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფა; ვეტერანთა უკვდავყოფის, სარიტუალო მომსახურების, სადღესასწაულო დღეების ორგანიზება და დახმარება;  ოთხ და მეტშვილიან ბავშვთა ოჯახებზე (18 წლამდე ასაკის ბავშვები) ერთჯერადი ფინანსური დახმარება;  სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება;  ჰემოდიალიზის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა მგზავრობის ხელშეწყობა;  სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართულ ბავშვთა აბილიტაცია-რეაბილიტაციის კურსებზე მგზავრობის ხელშეწყობა;  მოვლის საჭიროების მქონე პირთათვის  ფინანსური დახმარება;  0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე სპეციალური სამკურნალო კვების პროდუქტების შესაძენად ფინანსური დახმარება;  საქმიანობათა  ცენტრი ქედაში უსაფრთხო გარემოსა და სიცოცხლის  ხელშეწყობისათვის;  სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების (ბინის ქირით უზრუნველყოფა) ფინანსური დახმარება;  მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე და მარჩენალდაკარგული პირების ფინანსური დახმარება;  შშმ პირთა პერსონალური ასისტენტის მომსახურების პროგრამა. პროგრამების განხორციელება უკვე დაწყებულია.
თამაზ მგზავრიძე

  • No Comments
  • იანვარი 16, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *