პროგრამები და პროექტები წარადგინეს
ხულოს ახალგაზრდულ ცენტრში მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მოხალისეებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულების წევრებმა წარმოადგინეს 2026 წლისთვის დაგეგმილი ღონისძიებები, პროგრამები და პროექტები. ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის, მოხალისეობის განვითარების, არაფორმალური განათლების ხელშეწყობისა და ადგილობრივ დონეზე ინიციატივების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ცალკეულ თემებზე დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები მერიის ხელმძღვანელი პირებისგან.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნური გორგაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. ისინი ახალგაზრდა მოხალისეებს მიესალმნენ და აღნიშნეს, რომ ახალგაზრდების მხარდაჭერა, მათი იდეებისა და ინიციატივების ხელშეწყობა მუნიციპალიტეტის პრიორიტეტული მიმართულებაა.
თამაზ მგზავრიძე
გალერეა
