
By
პროგრამის მეორე ეტაპი მიმდინარეობს
ქედაში „ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება-ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, საკონკურსო კომისიის წევრებმა წარმოდგენილი იდეების შეფასების მიზნით, პროექტის მეორე ეტაპის მონიტორინგი განახორციელეს. ისინი იდეის ავტორებს ადგილზე ეწვივნენ ინიციატივების გასაცნობად და შესაფასებლად.
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია პროექტის ავტორებთან ინდივიდუალური გასაუბრება, რომლის შედეგად, დასაფინანსებლად საუკეთესო იდეები შეირჩევა.
წელს 25 განაცხადია კომისიაში შესული. პროგრამის ბიუჯეტი 45 ათასი ლარია.
თამაზ მგზავრიძე
გალერეა
