19 C ბათუმი
Wednesday 16th July 2025
პროექტი ლეონიძისა და მიმდებარე ქუჩებს სრულად განტვირთავს
By

პროექტი ლეონიძისა და მიმდებარე ქუჩებს სრულად განტვირთავს

 

ბათუმში, გაგარინის ქუჩის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე ადგილზე გაეცნო.

პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია ხახულისა და გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა, სადაც 750 მეტრ მონაკვეთზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა გარეგანათების ქსელი და საპარკინგე სივრცე.

გიორგი მურვანიძის განცხადებით, სამუშაოების ფარგლებში, სრულად მოეწყო სანიაღვრე არხები და წყალარინების ქსელი, ამ ეტაპზე კი ბორდიურების, საფეხმავლო ბილიკებისა და გზაგამყოფის მოსაწყობად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

– პროექტი ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას ითვალისწინებს. ეს მონაკვეთი დაუკავშირდება ხახულისა და გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩებს, რაც ლეონიძისა და მიმდებარე ქუჩებს სრულად განტვირთავს, – აღნიშნა საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსმა აკაკი ბერიძემ.

სამუშაოები, რისთვისაც 4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, 2026 წლის 30 მარტს დასრულდება.

  • No Comments
  • ივლისი 16, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *