პროექტი – „მუსიკა საზღვრებს გარეშე“
აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში აქტიურად ხორციელდება საერთაშორისო კულტურულ- საგანმანათლებლო პროექტები. აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა პროექტი „მუსიკა საზღვრებს გარეშე“.
პროექტის მიზანია სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შორის შემოქმედებითი თანამშრომლობის გაღრმავება, პროფესიული ურთიერთობების განვითარება და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.
,,შემაჯამებელ ღონისძიებას აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი დაესწრო. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, ასევე ვიგოს უმაღლესი კონსერვატორიის, ვენეციის ბენედეტო მარჩელოს კონსერვატორიისა და ტრაპიზონის მუსიკის აკადემიის წარმომადგენლები. პროექტის მხარდამჭერები არიან აჭარის კულტურის სამინისტრო და ქალაქ ბათუმის მერია“, – ნათქვამია აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გალერეა

