პროკურატურამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზების საქმე გახსნა
თბილისის პროკურორის გიორგი მიქაიას განცხადებით, პროკურატურამ გახსნა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის ორგანიზების საქმე.
ბრალი წარედგინათ გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილს ბესარიონ ჟვანიას. პროკურატურა ბესარიონ ჟვანიასთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს და მასზე ძებნა გამოცხადდება.
გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობის ორგანიზება შურისძიების მოტივით დაიგეგმა, ხოლო უშუალო შემსრულებლები ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე უკვე მსჯავრდებულები არიან და 17 და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი. ორგანიზების მუხლი 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიება გრძელდება.
ცნობისთვის, ნიკოლოზ (ნიკო) კვარაცხელია 22 წლის ახალგაზრდა მეწარმე და ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენელი იყო. ის ინოვაციური პლატფორმის Feedc-ის დამფუძნებელი გახლდათ და ქართულ სტარტაპ სივრცეში აქტიურად საქმიანობდა. იგი
2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, იმავე დღეს გარდაიცვალა.