პროფესიული განათლების უზრუნველყოფისთვის
„ტერაბანკსა“ და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის – „ფინანსური სერვისები“, რეალურ სამუშაო გარემოში კოოპერაციული სწავლების ფორმატით განხორციელებაა.
მემორანდუმის ფარგლებში, „ტერაბანკი“ განსაზღვრული მოდულების პრაქტიკულ ნაწილში, კოოპერაციული სწავლების რეალურ გარემოში ეფექტიანად წარმართვის მიზნით, საჭირო მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასა და სასწავლო რესურსებს, ამავდროულად, სტუდენტების სწავლებასა და შეფასებას უზრუნველყოფს.
განათლების მხარდაჭერა „ტერაბანკის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. აღნიშნული თანამშრომლობა კიდევ ერთი ნაბიჯია ახალგაზრდებისთვის მეტი პრაქტიკული შესაძლებლობის შექმნისა და პროფესიული განათლების გაძლიერების კუთხით.