19 C ბათუმი
Thursday 3rd July 2025
პროფესიული დღე მიულოცეს
By

პროფესიული დღე მიულოცეს

აჭარის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 31 წელი აღინიშნა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსთან, გენერალ-ლეიტენანტ ანზორ ჩუბინიძეთან ერთად, სამმართველოს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და ხაზი გაუსვა მათი საქმიანობის მნიშვნელობას სახელმწიფო ინსტიტუტების უსაფრთხოების განმტკიცებაში.

– მნიშვნელოვანია თქვენი როლი სახელმწიფოებრიობის დაცვასა და განმტკიცებაში. პროფესიონალიზმითა და თავდადებული სამსახურით, უკვე წლებია აძლიერებთ ჩვენს სახელმწიფოს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ანზორ ჩუბინიძეს. მისი ხელმძღვანელობითა და თითოეული თქვენგანის ძალისხმევით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ჩამოყალიბდა საერთაშორისო სტანდარტების ძლიერ ინსტიტუტად, რომელიც მზად არის, უპასუხოს ნებისმიერ გამოწვევას, – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

 

  • No Comments
  • ივლისი 2, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *