
ჟან მონეს მოდულის საზაფხულო სკოლა – ბსუ-ში
„ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები და ევროპეიზაცია“ – ამ თემატიკით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟან მონეს მოდულის საზაფხულო სკოლა გაიხსნა.
ორგანიზატორების განცხადებთ, სკოლის პროგრამაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის დადგენილ პოლიტიკურ კრიტერიუმებს, ასევე, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში მიმდინარე სამართლებრივ-პოლიტიკურ რეფორმებს. საზაფხულო სკოლის პროგრამა მოიცავს ლექცია-სემინარებს, დისკუსიებს, პრეზენტაციებს.
საზაფხულო სკოლა დაფინანსებულია ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის მიერ და მისი მიზანია ევროკავშირის ღირებულებების პოპულარიზაცია, ევროკავშირის შესახებ კვლევებისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობა. საზაფხულო სკოლის წარმატებით გავლის შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ჟან მონეს საერთაშორისო სერტიფიკატი. საზაფხულო სკოლა ხუთდღიანია.