
By
რაჭის პირველობაზე
წარმატებით იასპარეზეს რაჭის პირველობაზე მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლის სპორტსმენებმა.
მაგიდის ჩოგბურთში გამართულ ღია პირველობაზე მათ სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ორი პირველი, სამი მეორე და ექვსი მესამე ადგილი დაისაკუთრეს.
პირველ ადგილზე მურად ბერიძე და მარიამ გორგაძე გავიდნენ, მეორეზე – დიანა სააკიანი, გიორგი ჭიღიტაშვილი და სანდრო კონცელიძე, მესამეზე – ოთო ლორთქიფანიძე, მარიამ მახაჭაძე, მარიამ ავჯიშვილი, დათო მაზნიაშვილი, ნოდარ აბულაძე, ელიზაბედ კოჩალიძე.
მანანა ძიძიშვილი