რა საკითხებით მივიდა შარლ მიშელი ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის გამართულ შეხვედრაზე?
By

რა საკითხებით მივიდა შარლ მიშელი ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის გამართულ შეხვედრაზე?

ნათია იმნაიშვილი: 27 48 93 –

გუშინ, ორბელიანების სასახლეში, პრეზიდენტის რეზიდენციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივით.

როგორც გაირკვა, შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ 6-პუნქტიან დღის წესრიგზე, რომელიც დიალოგის ფარგლებში სამომავლოდ უნდა განიხილონ.

6 საკითხი, რომელიც შარლ მიშელმა ოპოზიციისა და მმართველ გუნდს შორის გამართულ შეხვედრაზე მიიტანა:

  1. ამბიციური საარჩევნო რეფორმა – რეფორმები დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის საქართველოში;
  2. კანონის უზენაესობა/სასამართლოს რეფორმა:
  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხი;
  • იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არჩევნები;
  • რეფორმები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გასაძლიერებლად;
  1. პოლიტიზირებული მართლმსაჯულების საკითხის გადაწყვეტა/პატიმრების საკითხი;
  2. პარლამენტში ძალაუფლების განაწილება:
  • საგამოძიებო კომისია;
  • როლებისა და პასუხისმგებლობის სამართლიანად გადანაწილება პარლამენტში;
  1. პოტენციური ვადამდელი არჩევნები/მზადება მომავალი თვითმმართველობის არჩევნებისთვის;
  2. ფასილიტაცია/მედიაცია/საკითხის შემდგომი განხილვა მარტში;

შეხვედრას „ქართული ოცნებიდან“ მხოლოდ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა. მასში მონაწილეობა არ მიუღია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

  • No Comments
  • მარტი 2, 2021

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *