რა უპასუხა ემანუელ მაკრონს ბენიამინ ნეთანიაჰუმ?
By

რა უპასუხა ემანუელ მაკრონს ბენიამინ ნეთანიაჰუმ?

 

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებას, რომ აპირებს პალესტინის დამოუკიდებლობის აღიარებას, ისრაელის პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუ გამოეხმაურა და საფრანგეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება დაგმო.
„მკაცრად ვგმობთ საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებას, რომ აღიაროს პალესტინის სახელმწიფო. ამგვარი ნაბიჯი აჯილდოვებს ტერორიზმს და ზრდის რისკს, რომ შეიქმნას კიდევ ერთი ირანული მარიონეტი. ამ ვითარებაში, პალესტინის სახელმწიფო იქნება პლაცდარმი ისრაელის განადგურებისთვის. ეს ნათელი უნდა იყოს: პალესტინელებს არ უნდათ დამოუკიდებლობა ისრაელთან ერთად, მათ უნდათ სახელმწიფო ისრაელის მაგივრად“, – წერს ბენიამინ ნეთანიაჰუ სოციალურ ქსელში.


ცნობისთვის, ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ ახლო აღმოსავლეთში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიმართ ისტორიული ერთგულების შესაბამისად, გადაწყვიტა, საფრანგეთმა პალესტინის სახელმწიფო აღიაროს და აღნიშნა, რომ ის ამის შესახებ ოფიციალური განცხადების გაკეთებას სექტემბერში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გეგმავს.
„მშვიდობა შესაძლებელია. აუცილებელია დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტა, ყველა მძევლის გათავისუფლება და ღაზას მოსახლეობისთვის ფართომასშტაბიანი ჰუმანიტარული დახმარება. ასევე, აუცილებელია „ჰამასის“ დემილიტარიზაციის, ღაზას უსაფრთხოებისა და რეკონსტრუქციის უზრუნველყოფა და ბოლოს, აუცილებელია პალესტინის სახელმწიფოს შექმნა, მისი სიცოცხლისუნარიანობის გარანტირება იმ პირობით, რომ მოხდება მისი სრული დემილიტარიზაცია და ისრაელის სრულად აღიარება, მისი მონაწილეობა მთელი ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

 

  • No Comments
  • ივლისი 25, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *