
By
რეაბილიტირებული გზით 80 ადგილობრივი ოჯახი ისარგებლებს
ქობულეთის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.
სამშენებლო სამუშაოებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროს გიორგი ცინარიძესთან ერთად გაეცნო.
სოფელ კვირიკეში, რკინიგზის გადასასვლელი კვირიკე ჰესის მიმართულებით, 1,15 კმ საავტომობილო გზაზე, ასფალტ-ბეტონის საფარი იგება. პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო სანიაღვრე არხები და გაბიონები. რეაბილიტირებული გზით 80 ადგილობრივი ოჯახი ისარგებლებს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში, დაახლოებით 9 კმ ასფალტის საფარის, 15 კმ ბეტონის საფარის, 2 ხიდის და 25 ხელოვნური ნაგებობის მშენებლობა მიმდინარეობს.
გალერეა
