რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია -ნიდერლანდებში
By

რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია -ნიდერლანდებში

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონს პოპულარიზაციას ნიდერლანდებში, უტრეხტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „Vakantiebeurs 2026“ უწევს.

ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტურისტულ გამოფენაზე დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და 10-მდე კერძო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობს.

საქართველოს სტენდთან ვიზიტიორებს საშუალება აქვთ, აჭარის და ზოგადად, საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს გაეცნონ, ასევე, დეტალური ინფორმაცია მიიღონ საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით.

„Vakantiebeurs 2026“-ის ოთხდღიან გამოფენას უკვე 72 ათასზე მეტი ვიზიტიორი ეწვია. გამოფენაზე მსოფლიოს 118 ქვეყნიდან 750-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაციაა წარმოდგენილი.

  • No Comments
  • იანვარი 12, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *