რეგიონული შეხვედრა და სემინარი
By

რეგიონული შეხვედრა და სემინარი

ამ დღეებში საქართველოში გაიმართება საერთაშორისო პროექტ „აგრიპერმას“ რეგიონული შეხვედრასემინარი. მის მიზნებსა მომავალ საქმიანობაზე კომენტარი ვთხოვეთ პროექტის კომუნიკაციების ექსპერტს მანანა ქარცივაძეს

2026 წლის 17 მარტს საერთაშორისო პროექტ  „აგრიპერმას“ ოფიციალური გახსნა გაიმართება, ჩატარდება სემინარი, რომელშიც მონაწილეობა ჰიბრიდულ ფორმატში იქნება შესაძლებელი. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები, ექსპერტები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული მხარეები შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებიდან. პროექტი მიზნად ისახავს რეგენერაციული სოფლის მეურნეობისა და პერმაკულტურის პრაქტიკების პოპულარიზაციას, კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და გარემოს დაცვითი რისკების შემცირებას.

პროექტი ხორციელდება EU Interreg Black Sea Basin Programme-ს მხარდაჭერით და აერთიანებს ოთხ პარტნიორ ორგანიზაციას შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებიდან. ესენია: საქართველო – წამყვანი პარტნიორი, ბულგარეთი, უკრაინა და მოლდოვა.

სემინარზე მოხდება პროექტის მიზნებისა და მოსალოდნელი შედეგების წარდგენა, პროგრამის პრიორიტეტებისა და პროექტის მნიშვნელობის განხილვა შავი ზღვის რეგიონისთვის,პარტნიორი ორგანიზაციების წარდგენა,  პროექტის სამუშაო გეგმისა და ძირითადი აქტივობების განხილვა, საერთაშორისო ონლაინ სასწავლო პლატფორმის E-Farm-ის კონცეფციის წარდგენა, დისკუსია.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია: ტრანსნაციონალური E-learning პლატფორმის – E-Farm-ის შექმნა; ფერმერებისთვის პრაქტიკული სახელმძღვანელოს გამოცემა; ინტერაქტიული რუკების შექმნა; პერმაკულტურის დემონსტრაციული ფერმების შექმნა ოთხ პარტნიორ ქვეყანაში; ეკოლოგიურად მდგრადი და ინოვაციური სოფლის მეურნეობის პრაქტიკების პოპულარიზაცია. პროექტი ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს შორის და რეგიონულ თანამშრომლობას გარემოსდაცვითი გამოწვევების საპასუხოდ, – გვითხრა მანანა ქარცივაძემ.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • მარტი 13, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *