„რეროს“ სოლო კონცერტი
By

„რეროს“ სოლო კონცერტი

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ჯგუფ „რეროს“ სოლო კონცერტი გაიმართა. ღონისძიება ფესტივალის – „მთელ ქვეყანას აგიმღერებ“ ფარგლებში განხორციელდა. პროექტი აჭარის კულტურის სამინისტროს საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია. მისი მიზანი დამწყები მომღერლების, ჯგუფებისა და ანსამბლების მხარდაჭერა, მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობაა.

საღამოზე, რომელმაც დამსწრეთა მოწონება და მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურა, ქალაქური სიმღერების კლასიკური და ახალი ვარიაციები, ასევე, ჯგუფისთვის სპეციალურად დაწერილი საავტორო სიმღერები შესრულდა.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალი „მთელ ქვეყანას აგიმღერებ“ პირველად ჩატარდა და წლევანდელი სეზონის რჩეული ჯგუფი „რერო“ გახდა, რომელიც 5 წელია შეიქმნა და მსმენელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ფესტივალის ფარგლებში ჯგუფისთვის მომზადდა ვიდეორგოლი, ჩატარდა მასტერკლასები და სხვა აქტივობები.

ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს სხვა წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 

  • No Comments
  • სექტემბერი 29, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *