რვა ქვეყანა მიიჩნევს, რომ სავიზო რეჟიმის შეჩერება არ უნდა მოხდეს
By

რვა ქვეყანა მიიჩნევს, რომ სავიზო რეჟიმის შეჩერება არ უნდა მოხდეს

იტალიის ხელმძღვანელობით, ევროკავშირის წევრი რვა ქვეყანა, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების წინააღმდეგია, რადგან, მათივე განცხადებით, ეს მდგომარეობა მოსახლეობას დაარტყამს.

 

როგორც ცნობილია, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა მოუწოდა ქვეყნებს, მზად იყვნენ რეაგირებისთვის იმ შემთხვევაში, თუ თბილისი არ დააკმაყოფილებს ევროკომისიის მიერ 2024 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში შემოთავაზებული უვიზო მიმოსვლის რვა კრიტერიუმს.

 

რეკომენდაციების შესრულებაზე ინფორმაციის მიწოდებისთვის ,,ქართულ ოცნებას“ აგვისტოს ბოლო აქვს განსაზღვრული, თუმცა, ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციაზე ანგარიშს წლის ბოლოსთვის მოამზადებს.

 

  • No Comments
  • ივლისი 22, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *