18 C ბათუმი
Monday 23rd June 2025
რიყეთში სპორტული მოედანი შეაკეთეს
By

რიყეთში სპორტული მოედანი შეაკეთეს

ხულოს რაიონის სოფელ რიყეთში სპორტული მოედნის შეკეთება დაასრულეს. პროექტის შესრულებაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 149 ათასამდე ლარი იყო მობილიზებული. ამ თანხით დაიგო ხელოვნური საფარი. დამონტაჟდა კალათბურთის ფარები, მოეწყო განათება, დაიდგა საფეხბურთო კარები, კეთილმოეწყო სტადიონის გარე ტერიტორია.
რიყეთელებს სიახლე ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ჯამბულატ მელაძემ მიულოცა.
– წელს შეკეთდება პანტნარის, წაბლიანის, დანისპარაულის, ქედლების, თაგოს, საციხურის სპორტული მოედნები. ასევე, ახალი სპორტული მოედნები მოეწყობა ვაშლოვანის და თეთრობის მთებში, რაც ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, – გვითხრა ჯამბულატ მელაძემ.
თამაზ მგზავრიძე

  • No Comments
  • ივნისი 23, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *