რუსებმა დნიპროს შეუტიეს, დაშავდა 10 ადამიანი
By

რუსებმა დნიპროს შეუტიეს, დაშავდა 10 ადამიანი

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქ დნიპროს შეუტიეს. აფეთქების ტალღამ მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი დააზიანა, რის შედეგადაც ათი ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას უკრანული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ხელმძღვანელ ალექსანდრ განჟაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულებს შორის 12 წლის ბავშვიც არის.

„ხანძარი გაჩნდა. აფეთქების ტალღამ მრავალსართულიანი შენობა და ბანკი დააზიანა. დაშავებულია 10 ადამიანი“, – განაცხადა განჟამ.

 

  • No Comments
  • მარტი 10, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *