By
რუსებმა თერთმეტ ოლქს დაარტყეს, რის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს: „რუსეთის თავდასხმის შედეგად ზაპოროჟიესა და პოლტავაში საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა და ხანძარი გაჩნდა. სულ, 390-ზე მეტი დრონი და სხვადასხვა ტიპის 34 რაკეტა გამოიყენეს“.
მისი თქმით, რუსეთის იერიშებისგან დასაცავად მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება.
„მნიშვნელოვანია, რომ საჰაერო თავდაცვის შესახებ ყველა შეთანხმება განხორციელდეს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ევროპამ ნებისმიერი საფრთხისგან თავის დასაცავად საჭირო რაოდენობის საჰაერო თავდაცვის რაკეტების წარმოება შეძლოს“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.