18 C ბათუმი
Friday 20th June 2025
რუსებმა ოდესას დრონებით შეუტიეს, დაშავდა 13 ადამიანი
By

რუსებმა ოდესას დრონებით შეუტიეს, დაშავდა 13 ადამიანი

 

რუსებმა უკრაინის ქალაქ ოდესას დრონებით შეუტიეს –  10 დარტყმა განხორციელდა, რამაც ხანძარი გამოიწვია, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაშავდა 13 ადამიანი, მათ შორის 3 მაშველი.

მაშველების განცხადებით, ოთხსართულიანი საცხოვრებელი შენობა მთლიანად ცეცხლის ალშია გახვეული.

საგანგებო სიტუაციების სამსახური ცნობით, დაზიანდა 23-სართულიანი საცხოვრებელი შენობა, სადაც ხანძარმა მე-18, მე-19 და მე-20 სართულები მოიცვა. მრავალსართულიანი შენობიდან 600 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ხანძარმა ასევე გაანადგურა 5 საცხოვრებელი შენობა და 3 ავტომობილი.

 

  • No Comments
  • ივნისი 20, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *