რუსებმა უკრაინას რაკეტებით და დრონებით შეუტიეს
By

რუსებმა უკრაინას რაკეტებით და დრონებით შეუტიეს

რუსებმა უკრაინას „ისკანდერ-M“ ტიპის ბალისტიკური რაკეტებით და 97 დრონით შეუტიეს, უკრაინელებმა ორი მესამედი გაანადგურეს, თუმცა 34-მა სამიზნეებს მიაღწია, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო ძალებმა ქვეყნის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით მოწინააღმდეგის კუთვნილი 63 დრონი ჩამოაგდეს, რუსული ძალების მიერ განხორციელებული დარტყმები 13 ლოკაციაზე დაფიქსირდა. უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა ხარკოვის, სუმის, დონეცკისა და ჩერნიგოვის ოლქების ფრონტის ხაზის ტერიტორიებზე განხორციელდა, ხოლო რაკეტებით ხარკოვისა და ჩერნიგოვის ოლქები დაიბომბა.

  • No Comments
  • აგვისტო 15, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *