
By
რუსებმა უკრაინის სახმელეთო ჯარების საწვრთნელ ობიექტს დაარტყეს, 3 ადამიანი დაიღუპა
უკრაინული მედიის ცნობით, რუსებმა უკრაინის სახმელეთო ჯარების საწვრთნელ ობიექტს დაარტყეს, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა, 18 კი დაშავდა.
„მტერმა უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ერთ-ერთი საწვრთნელი დანაყოფის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა. მიღებული უსაფრთხოების ზომების მიუხედავად, სამწუხაროდ, სამი ჯარისკაცი დაიღუპა და 18 დაშავდა“, – ნათქვამია უკრაინის სახმელეთო ჯარების განცხადებაში.
ასევე, უკრაინის სახმელეთო ჯარების განცხადებით, „თუ დადგინდება, რომ სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვა და დაჭრა გამოწვეული იყო თანამდებობის პირების ქმედებებით ან უმოქმედობით, პასუხისმგებელი პირები პასუხს აგებენ“.