რუსებმა ჩერნიჰივში ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს – არის მსხვერპლი
By

რუსებმა ჩერნიჰივში ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს – არის მსხვერპლი

უკრაინის ქალაქ ჩერნიჰივში რუსულმა დრონმა ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას დაარტყა, რასაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა, – ინფორმაციას უკრაინული მედია საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ დიმიტრი ბრიჟინსკიზე დაყრდნობით ავრცელებს.

„წინასწარი ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა. სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი“, – აცხადებს ბრიჟინსკი.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა.

 

  • No Comments
  • დეკემბერი 26, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *