
By
რუსებმა ხარკოვს მართვადი საჰაერო ბომბებით შეუტიეს, დაშავდა 9 ადამიანი
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვს მართვადი საჰაერო ბომბების გამოყენებით შეუტიეს, თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა და, სულ მცირე, 15 სახლი დაზიანდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„ხარკოვს თავს ესხმიან, აფეთქებების ხმები ისმის. ვაზუსტებთ დეტალებს“, – განაცხადა ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა.
მისი ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, დარტყმა ქალაქის ორ რაიონში, სამრეწველო და ნემიშლიანსკის რაგიონებში განხორციელდა.