By
„რუსეთის თავდასხმებისგან დასაცავად საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტები ყოველდღიურად არის საჭირო“
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება.
მისი ცნობით, გასულ ღამეს რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 420 დრონი და 39 რაკეტა გაუშვეს, რის შედეგადაც, ათობით ადამიანი დაშავდა.
„რუსების მიერ გაშვებული რაკეტებიდან უმეტესობის ჩამოგდება ჩვენი პარტნიორების მიერ რამშტაინის ბოლო შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების ფარგლებში გამოგზავნილი საჰაერო თავდაცვის რაკეტებით მოხდა. სამწუხაროდ, დარტყმებიც იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მუშაობა კიდევ უფრო აქტიურად უნდა გავაგრძელოთ. ჯერ კიდევ სიცივეა და საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტები ყოველდღიურად არის საჭირო, მაშინ, როდესაც რუსეთი ჩვენი ენერგოსისტემის განადგურებას ცდილობს“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.