
By
რუსეთის მორიგი შეტევა უკრაინაზე და მსხვერპლი
უკრაინული მედია, ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ივან ფედოროვზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ 16 ადამიანი დაიღუპა რუსების მიერ ზაპოროჟიეს ოლქის პენიტენციურ დაწესებულებაზე იერიშის მიტანის შედეგად.
„ღამით მტერმა ზაპოროჟიეს ოლქი 8-ჯერ დაბომბა. ასევე, დაარტყეს პენიტენციურ დაწესებულებას. 16 ადამიანი დაიღუპა, 35 კი დაშავდა“, – აცხადებს ივან ფედოროვი.
მისივე ცნობით, ექიმები დაშავებულებს სამედიცინო დახმარებას უწევენ.
ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რუსების დარტყმის შედეგად პენიტენციური დაწესებულების შენობა დაინგრა, ხოლო ახლომდებარე სახლები დაზიანდა.