რუსეთის საგარეო დაზვერვა საქართველოს ეკლესიის არჩევნებზე განცხადებას ავრცელებს
By

რუსეთის საგარეო დაზვერვა საქართველოს ეკლესიის არჩევნებზე განცხადებას ავრცელებს

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა საქართველოს პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მსოფლიო პატრიარქი ორ კანდიდატს ლობირებს.
რუსეთის მხარის მტკიცებით, კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეოს I  „მსოფლიო მართლმადიდებლობაში განხეთქილების შეტანის მცდელობას აგრძელებს და ცდილობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საკუთარ გავლენას დაუმორჩილოს“.
დაზვერვის სამსახურის განცხადებით, მსოფლიო პატრიარქი გეგმავს, ვაკანტურ პოსტზე დააწინაუროს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ის წარმომადგენელი, რომელსაც თავად დაეყრდნობა. ამ მიზნით კი განიხილავს დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამსა და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ბართლომეოსი ცდილობს ეკლესიებში საკუთარი გავლენის გაფართოებას და ჩარევას სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის შიდა საკითხებში.
ამავე განცხადებაში საუბარია, რომ მისი ქმედებები არღვევს საეკლესიო პრინციპებს და მიზნად ისახავს გავლენის გაძლიერებას საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში.

„თავისი ქმედებებით ბართლომეოსი „პატივით პირველობას“ კვლავ „ხელისუფლებით პირველობით“ ანაცვლებს და ერევა მორიგი, აღსანიშნავია, ერთ-ერთი უძველესი – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შიდა საქმეებში. აშკარაა, რომ მან, ისევე როგორც უკრაინის, სერბეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების შემთხვევაში, დაივიწყა II მსოფლიო კრების მეორე კანონი: „საოლქო ეპისკოპოსები ნუ განავრცობენ თავიანთ ხელისუფლებას მათი ოლქის გარეთ არსებულ ეკლესიებზე…“, – ნათქვამია განცხადებაში

  • No Comments
  • მარტი 31, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *